ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლი მყარი ნარჩენებისგან იწმინდება

06/06/2017

შავი ზღვის კურორტებზე წინასაკურორტო სეზონისთვის ემზადებიან. ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლი ინტენსიურად იწმინდება. სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გაეცნო. „ ურეკი – შეკვეთილის დასუფთავება წელს ყველაზე ადრე დავიწყეთ. სამწუხაროდ, მაისის თვე უხვი ნალექით გამოირჩეოდა. უამინდობის დროს შეკვეთილი ყველზე მეტად ნაგვიანდება. ჭარბი ნატანი სანაპიროდან ცოცოხალ ძალას გააქვს, სწორედ ამიტომ შეკვეთილის მონაკვეთს წელს 40 ადამიანი დავამატეთ. ურეკის ტერიტორია დასუფთავებულია. „მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ ამჟამად, შეკვეთილში მუშაობს. ცენტრის თანამშრომლები სანაპიროს დასუფთავებას დილის 6 საათიდან იწყებენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტურისტებს კომფორტული პირობები შევუქმნათ, ამას პირადად გავაკონტროლებ,“- აღნიშნავს გამგებელი. ურეკი-შეკვეთილს 18 კილომეტრიან მონაკვეთს წელს 3 თანამედროვე ნაგავმზიდი მოემსახურება. სპეციალური ტექნიკა სანაპიროს 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების შეგროვებასა და პლაჟის საფუძვლიან წმენდას უზრუნველყოფს. ნაგავმზიდებით სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე დასუფთავდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0