უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა

15/02/2019

სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას, კონკურსის წესით შეისყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მენაშენეებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მენაშენეებს კონკურსის მოთხოვნებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.
კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, ამ ეტაპზე, სამინისტრო თბილისში, დაახლობით, 700, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.
ბინების შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობისთვის, კომისიის მუშაობის პროცესში ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების – „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები არიან ჩართულები.
საკონკურსო წინადადების მიღება 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები სოციალური მომსახურების სააგენტოში (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) უნდა წარადგინონ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019-2020 წლების ბიუჯეტში, მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის მიზნით, 51 500 000 ლარი გამოიყო.
2018 წლის ბოლოს, სამინისტრომ მენაშენეების კონკურსის შედეგად, თბილისში 500, ხაშურში 25 და მარნეულში 20 ბინა შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 49 268 192 ლარი შეადგინა. საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0