უფასო სამედიცინო აქცია ბოლნისის მოსახლეობისთვის

26/03/2019

30 მარტს, ჯანმრთელობის სახლში, დილის 10 საათიდან, “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ და “სხივური ცენტრის“ ორგანიზებით უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდება. აქციის ფარგლებში მოხდება გასინჯვები ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირების და დროული მკურნალობის მიწოდების მიზნით. სამედიცინო გასინჯვების ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს ონკოლოგიური პროფილის სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაციები ( გინეკოლოგი, მამოლოგი, თავ-კისრის ქირურგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, უროლოგი), ჩატარდება ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევები, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ბიოლოგიური მასალის აღება კვლევისთვის.

მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ.N122, ჯანმრთელობის სახლი – ამბულატორიული ცენტრი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0