უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დაინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დაინიშნა.
როგორც  უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცხადებენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 29 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით ორი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული: მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის და თავდაცვის მინისტრის მოხსენება საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებით.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს მუდმივი წევრები არიან მიწვეული.

Visited 118 times, 1 visit(s) today