უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე ნატო-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.
საბჭომ ორი ძირითადი საკითხი განიხილა – მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის და სხვადასხვა უწყების მიერ შესასრულებელი სამუშაო და ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა.
„საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე, ნატოსთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. ასევე, ვისაუბრეთ ავღანეთში, გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით, თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, განაგრძოს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

Visited 150 times, 1 visit(s) today