უცხოელმა ინვესტორებმა მკვეთრად გაზარდეს რეინვესტირების მაჩვენებელი

13/12/2017

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადის რეფორმის შედეგებზე.
„მინდა ხაზი გავუსვა რეინვესტირების ძალიან მაღალ მაჩვენებელს, იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას მოაქვს და რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება. სწორედ ამ რეფორმის შედეგია ის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა მკვეთრად გაზარდეს რეინვესტირების მაჩვენებელი. მიმდინარე წელს დაფიქსირებული ტენდენციის მიხედვით, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტრება თითქმის გაორმაგდა. გასულ წლებში, პირველ სამი კვარტალის განმავლობაში რეინვესტირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მიმდინარე წელს კი, უცხოელმა ინვესტორებმა თითქმის 600 მილიონ აშშ დოლარი ჩააბრუნეს ქართულ ეკონომიკაში, რაც ახალ პროდუქციას და ახალ მომსახურებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0