უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, პრობლემები შეიქმნა ქალაქ საგარეჯოში და მუნიციპალიტეტის სოფლებში

22/08/2020

გასულ ღამეს, კახეთში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, პრობლემები შეიქმნა ქალაქ საგარეჯოში და მუნიციპალიტეტის სოფლებში – თოხლიაურში პატარძეულში, ხაშმში, წყაროსთავსა და ნინოწმინდაში. დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები. დატბორიალია რამდენიმე სახლი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი ადგილზე იმყოფება და არსებულ ვითარებას ეცნობა. ამ წუთებში, სოფელ თოხლიაურში, ე.წ “ყიასაანთ” ხევის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უხვი ნალექის შედეგად ადიდდა. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაო პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0