უხვმა ნალექმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია

11/05/2017

10 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. შექმნილია სპეციალური კომისიაც, რომელიც შეისწავლის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0