უხვმა ნალექმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ობუჯში, ფახულანში და ჩქვალერში შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა

16/10/2017

ძლიერმა წვიმამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა.
უხვმა ნალექმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ობუჯში, ფახულანში და ჩქვალერში შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა. პრობლემურ ადგილებზე მობილიზებული იყო გემგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები წააქცია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მესტიის მუნიციპალიტეტში მოთოვა. თოვლის საფარი 10 სმ აღწევს. თოვლს პრობლემები მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში არ შეუქმნია. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტრომომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0