ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება

04/05/2020

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი ფერმერები, რომლებიც ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მოსავლის დასაცავად ხეხილისა და თხილის ბაღებში აგროკალენდრით გათვალისწინებულ შეწამვლით სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემული სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით ახორციელებენ. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, რომელშიც 25 ათასამდე ფერმერია გაწევრიანებული, მუდმივ კომუნიკაციაშია ფერმერებთან და საჭირო კონსულტაციებს მათ დისტანციურ რეჟიმში უწევს. დღეის მონაცემებით, ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით რეგიონებში 2 520 მონიტორინგის სისტემაა დამონტაჟებული, რომელთა მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ. შეწამვლითი სამუშაოები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0