ფარცხანაყანევში ტაძართან მისასვლელი გზა ეწყობა

06/12/2017

სოფელ ფარცხანაყანევში წმინდა მატრონას სახელობის ტაძართან, მისასვლელი გზა იგება. 1200 კვ.მ ბეტონის საფარის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36154 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა მოინახულეს. „აღნიშნულ სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, ეს პროექტი, ამ სამუშაოებთან ერთად, მოიცავდა თამარ მეფის ქუჩის N16 და N17 ბინებთან მისასვლელი გზების მოწყობას, რომელიც უკვე დასრულებულია. პროექტი ხელშეკრულების ვადების სრული დაცვით და ხარისხიანად სრულდება,“ – განაცხადა მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა. წმინდა მატრონას ტაძარი ერთადერთია საქართველოში, ტაძარში წმინდანის მირონმდინარე ხატია დასვნებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0