ფერმერები სიმინდის კარგ მოსავალს ელოდებიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში, სიმინდის საყანე ფართობები დაათვალიერა. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული თანმიმდევრული და კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, წელს ფერმერებს მაღალი ხარისხის მოსავალი აქვთ, რაც შესაბამისად აისახება მათ შემოსავლებზე. სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სიმინდის საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და მსოფლიო ექსპერტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით მუშავდება. წამლობა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. დღეისათვის, სამეგრელოს რეგიონში ცივი შესხურებით დამუშავებულია 25 000-მდე ჰექტარი ფართობი, დამონტაჟებულია 7000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

„მავნებელთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში სამაგალითოდ აღიარებენ. სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა, სხვა დაავადებების ლიკვიდაციასაც შეუწყო ხელი. ფერმერები ძალიან მადლიერები არიან, წელს 20/30 პროცენტით მეტი სიმინდია დათესილი“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

Visited 68 times, 1 visit(s) today