ფერსა-მუგარეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

04/09/2017

ფერსა-მუგარეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 265 693 ლარით დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარი აქ პირველად დაიგო, წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0