ფეხბურთის ფედერაცია ზუგდიდსა და ფოთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას აშენებს

05/06/2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სამეგრელოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილმა, ვიცე პრეზიდენტებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა დაათვალიერა. სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა. პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ. რუხის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის მონახულების შემდეგ, ფედერაციის და ხელისუფლების წარმომადგენლები ფოთს ეწვივნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, რომელიც ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტი სფფ-ის

Tweet about this on TwitterShare on Facebook0