ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი „მარგვეთი 2006“ – ის ფეხბურთელებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფეხბურთს ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე ზესტაფონს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ისინი „მარგვეთი 2006“ – ის ფეხბურთელებს შეხვდნენ და გუნდის ადმინისტრაციასთან ერთად დღეს არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის რეალურ გზებზე და მომავლის პერსპექტივებზე ისაუბრეს. „მარგვეთი 2006“ – ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აუდიენცია ფედერაციის მიერ შემუშავებულ საფეხბურთო სისტემის რეფორმებზე და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაგრძელდა.

Visited 249 times, 1 visit(s) today