ფეხბურთის ჩემპიონატი “ნატოს თასი – 2017” მიმდინარეობს

06/04/2017

მიმდინარეობს ფეხბურთის ჩემპიონატი “ნატოს თასი – 2017”, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სამინისტოს გუნდმა გუშინ პირველი შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართა. შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირი მინი-ფეხბურთში „ნატოს თასი“ მიზნად ისახავს, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ნატოს დღეების 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირის პოპულარიზაციას, სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების ჩართვას აღნიშნულ ღონისძიებაში.
გუნდებს შორის შეჯიბრებას ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. თამაშებში მონაწილეობენ მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სახელმწიფო უწყებები (სამინისტროები და მასში შემავალი/დაქვემდებარებული სტუქტურები), საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.
დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გუნდს შეხვდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0