ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი კურსი ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’ დაიწყო

13/03/2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი: ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’ დაიწყო. აღნიშნული კურსით საქართველო აქტიურადაა ჩართული სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, რაც ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მაღალი დონის პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება ხდება.
პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ტარდება და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, აგრეთვე ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0