ფინანსთა სამინისტროს აქვს ძალიან კარგი გეგმები საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის მიმართულებით

21/12/2017

ფინანსთა სამინისტროს აქვს ძალიან კარგი გეგმები საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის მიმართულებით- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების მექანიზმებეზე საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის. „ეს საკითხი მუდმივი პრობლემა იყო, დღეს არსებობს დრო, როცა ხდება დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნება, თუმცა იგეგმება ამ პერიოდის კიდევ უფრო შემცირება. ფინანსთა სამინისტრო გეგმავს საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო მეგობრული ბიზნესთან მიმართებაში და გამარტივდეს მისი ურთიერთობა სახელმწიფოსთან“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით. „ესეც იყო ძალიან კარგი ნაბიჯი ლიბერალიზაციის მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ცვლილებები დღგ-ის კუთხით, რომელიც დაეხმარა დეველოპერებს, გაცოცხლდა ბევრი გაჩერებული მშენებლობა. ფინანსთა მინისტრს გააჩნია საინტერესო გეგმები და იმედი მაქვს, მამუკა ბახტაძე წარმატებით გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0