ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დამნაშავეთა ორი ჯგუფი გამოავლინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა დამნაშავეთა ორი ჯგუფი, რომლებიც მხილებული არიან მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტებზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – 96 ბოთლი BELUGA – ს და NEFT- ის რეალიზაციას ახორციელებდა, ხოლო, მეორე ჯგუფი – აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, 1 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ZUMERRET გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი და დაკავებულია დანაშაულში მხილებული ორი ჯგუფის ოთხი წევრი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

Visited 177 times, 1 visit(s) today