ფინეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

30/10/2017

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსი ნიინისტო გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გმირთა მოედანზე ფინეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად ასევე, იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
ფინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იუსი ნიინისტო წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) მონახულებს და სამხედროებისთვის ლექციას თემზე „ტოტალური თავდაცვა და ომის წარმოება“ წაიკითხავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0