ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

03/07/2017

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ, რომლებიც პრეზიდენტისაგან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვენ.
შეხვედრისას არასამთავრობო სექტორმა პრეზიდენტის წარმომადგენლებს ის არგუმენტები გააცნეს, რომელიც 10 არასამთავრობო ორგანიზაციას თვითმმართველობის კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააჩნიათ. მათ შორის, ამ კანონის მიღებისას გამოტოვებულ, ძალიან სერიოზულ ეტაპთან – თვითმმართველობის კანონმდებლობის განხილვისათვის გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებული შენიშვნები.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებთ, გაგრძელდება კონსულტაციები და კანონზე მუშაობა, რომელიც ამ დრომდე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად არ გადმოგზავნილა. „თავიდანვე პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც 7 ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას შეეხებოდა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0