ფიჭვნარში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

16/07/2016

ფიჭვნარის საბავშვო ბაღში შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა.
ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 788 888 ლრია გათვალისწინებული. სამუშოებს შპს „ემტეემი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0