ფოთის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია

10/07/2017

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო და სასწრაფო სამსახურები ადგილზე მივიდნენ. ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შერეული საქონლით ვაჭრობენ, ხანძარი დილის 7 საათზე გაჩნდა. ადგილზე სულ 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზია დამწვარია. ადგილზე არებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0