ფოთის თეატრის ფოიეში ჭერის ფასადი ჩამოიშალა

06/02/2018

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ფოიეში დღეს ჭერის ფასადი ჩამოიშალა. ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას დავალებით, მდგომარეობას ადგილზე გაეცნო შესაბამისი სამსახურები. თეატრში იმყოფებოდა მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი. იგი თეატრის ხელმძღვანელობას კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მხარდაჭერასა და შუამდგომლობას დაპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0