ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

23/06/2017

ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ 9 აპრილის ქუჩა N33 შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯებული კომაპნია შპს „ნიუპოვერი“ აწარმოებს. შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისთვის 760 ათასი ლარი იხარჯება. აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან.

მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით,საკანალიზაციო სისტემა 26 მრავალსართულიან კორპუსში მოწესრიგდა,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0