ფოთის საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს

09/11/2017

ფოთის საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა აღავლინა. ლუსკუმა წმინდა ნაწილებით ტაძარში 12 ნოემბრამდე იქნება დასვენებული და მრევლს მოლოცვის საშუალება ექნება.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვის მანძილზე დარჩება და სხვადასხვა ეპარქიას მოივლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0