ფოთის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ფოთის საკრებულოს მე-7 რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი და პრიორიტეტები დამტკიცდა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა. საკრებულოს წევრების კითხვებს ფოთის ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა და მერის მოადგილე ირაკლი თოფურიამ უპასუხეს. ფოთის 2018 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათას ლარს შეადგენს. იგი 89 ათასი ლარით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიონ 874 ათასი ლარი,ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები 1 მილიონ 132 ათასი ლარი, სპორტი, კულტურა და ახალგაზრდული ღონისძიებები 2 მილიონ 249 ათასი ლარით განისაზღვრა.

Visited 149 times, 1 visit(s) today