ფოთში ავტოპარკის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

20/10/2020

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ქალაქ ფოთის მერთან გოჩა კურდღელიას​თან ერთად გაეცნო. ფოთში ავტოპარკის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ ათ ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომელსაც ქალაქი “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის” ფარგლებში ნოემბრის თვეში მიიღებს.
ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას მეტად კომფორტულს გახდის.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოთში 4 ცენტრალური ქუჩის – აკაკის, წმინდა გიორგის, ჭავჭავაძისა და რეკვავას ქუჩების რეაბილიტაციას აფინანსებს და ეს სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ასევე ფოთის მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი 12 ქუჩის რეაბილიტაციაზე. წყალარინების პროექტის განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ფოთის ქუჩებზე გზის საფარის პრობლემა აღარ იქნება. გარდა ამისა, ფოთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს კუნძულის სანაპირო ზოლზე მისასვლელი ძირითადი გზების – დემეტრე თავდადებულის, ბერდიანსკის და თამარ მეფის ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0