სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour. ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება.
Visited 277 times, 1 visit(s) today