ფოთში ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება

27/02/2018

ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი მალე ფოთის მოსახლეობას მოემსახურება.
ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ფოთის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი მაისიდან შევა ექსპლუატაციაში. წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს სხვა შენობაში უწევდა ყოფნა. მალე საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება.
ახალი ცენტრი შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით.
სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრიუვი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 415 000 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0