ფოთში, ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა

09/11/2017

ფოთში , დევნილთა დასახლებაში , ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით ევროსტანდარტების, ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ,რომლის პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი,ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები გაეცნენ.
„ფოთში, ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სახელმწიფომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ხელშეწყობით, ფოთის დევნილთა ჩასახლებას საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნება“-განაცხადა დევნილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქალაქმშენსერვისი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 385 000 ათას ლარს შეადგენს. 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება.
მოეწყობა სამზარეულო, სველი წერტილები, წყლისა და გათბობის სისტემები.
საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0