ფოთში რეგიონული „ჰაბის“ პრეზენტაცია გაიმართა

30/01/2018

ქალაქ ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება იყო. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე ჰაბის მიზნებთან და სავარაუდო სარგებელთან ერთად წარდგენილი იქნა „დროის ბანკის“ კომპონენტი. დასკვნით ნაწილში განხილული იქნა ეფექტური კომუნიკაციის ფორმები, რომელიც ზუგდიდში 2017 წლის 6 დეკემბრის პრეზენტაციის მონაწილეებმა შეიმუშავეს. ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია „ათინათის“ მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. მისი ბიუჯეტი 5.07 მლნ. ევროა. დღემდე ჩატარებულია 110-ზე მეტი აქტივობა და გაცემულია 80-მდე გრანტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0