ფოთში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი განიხილეს

07/03/2017

ქალაქ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ სამხრეთ კავკასიაში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორს – ვინსენტ დონტოს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ ფოთში, კერძოდ , ახალ რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს. შეხვედრას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტეტურის სამსახურის უფროსი არჩილ მელიქია ესწრებოდა. ქალაქის მერმა ფოთში დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სტუმარს მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0