ფოთში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

10/03/2017

ფოთში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რისთვისაც 782 ათას 476 ლარი ლარი დაიხარჯება . აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 565 ათას 476 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პირველ ეტაპზე ბეტონის არხები ქალაქის 6 ქუჩაზე ჩაიდება.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებზე მოხდება პარაბოლური ტიპის ბეტონის არხების გრუნტში ჩაწყობა, რომელიც უხვი ნალექის გატარებას შეუწყობს ხელს.სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები ქალაქში 2015-2016 წწ.განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ბეტონის არხები 12 ქუჩაზე ჩაიდო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქისთვის გამოყოფილი ტრანსფერით განხორციელდა,რისთვისაც 1.480.000 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0