ფოთში ტრადიციული დასუფთავების აქცია გაიმართა

17/06/2017

ფოთში, ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია “სუფთა ქალაქი” იმართება, რომელიც ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით ” ეწყობა. დასუფთავების აქციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ.

აქციაში ,ამჯერად , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ცენტრისა და კუნძულის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0