ფოთში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ირაკლი ჯიქია, ფოთის მერთან და მერის პირველ მოადგილესთან ერთად, ნაბადის უბანში წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ამ ეტაპზე, სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილია შესრულებული. კომპანია „Tahal Group” უახლოეს მომავალში გეგმავს დამატებით კონტრაქტორი კომპანიების, სამუშაო ბრიგადებისა და ლოკაციების დამატებას. ადგილობრივი ხელისუფლება კი მონიტორინგს უწევს სამუშაო პროცესს.
ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია „Tahal Group” აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინერის ქსელის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით, 2020 წელს უნდა დასრულდეს. ამჯერად მილების მონტაჟი ნაბადის უბანსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

Visited 122 times, 1 visit(s) today