ფოთში 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი. ისინი, ანთებული სანთლებითა და წუთიერი დუმილით შეხვდნენ იმ წუთებს, როცა პირველი რუსული ბომბი ჩამოვარდა ფოთში. აქციას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია,მერის მოადგილეები-მამუკა პაპასკირი, ირაკლი თოფურია,გიორგი ფარეშიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.ათი წლის წინ, სწორედ 7 აგვისტოს საღამოს, ფოთის ნავსადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, რუსული სამხედრო ვეტმფრენებიდან ბომბები დაუშინეს. რუსულ აგრესიას მაშინ 12 ფოთელის სიცოცხლე შეეწირა, 80-მდე ადამიანი დაშავდა.

Visited 212 times, 1 visit(s) today