ფოლკლორულ ანსამბლ “წინანდალს” ვარსკვლავი თელავის მუსიკალური სასწავლებლის წინ გაუხსნეს. მანამდე კი 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ანსამბლი “წინანდალი“ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს წევრად აირჩიეს. შესაბამისი დიპლომი და დოკუმენტაცია დღეს საზეიმო ვითარებაში გადასცეს. ანსამბლ „წინანდალს“ იუბილე მიულოცავს ანსაბლებმა – “რუსთავი” და “ქართული ხმები”.
Visited 128 times, 1 visit(s) today