თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ კრწანისის რაიონის სოფელ ფონიჭალაში ბაგა – ბაღის მიმდინარე მშენებლობა პირადად დაათვალიერეს და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა მოათავსეს.
ახალი, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღში მომავალი წლიდან 8 ჯგუფი გაიხსნება, სადაც სკოლამდელ განათლებას 300 -მდე ბავშვი მიიღებს.
სოფელ ფონიჭალაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების არარსებობის გამო მოსახლეობას ბავშვების ტარება საკმაოდ შორ მანძილზე უწევდა.
კრწანისის რაიონისთვის აღნიშნული საბავშვო ბაღი რიგით მესამე იქნება.