ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებული გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებსითვის საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამიისად გამხორციელდება გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, 3 ხიდის რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გზის თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფა. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 399 999 ლარია. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

Visited 66 times, 1 visit(s) today