ფოტოგამოფენა „მომავლის თაობა“ გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ფოტოგამოფენა „მომავლის თაობა“ გაიმართა. ფოტოებში მოსწავლეებმა წინ წამოწიეს ისეთი თემები, როგორიც არის – ადამიანის უფლებების დაცვა, თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო ქმედებები და სხვა.

სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა „მომავლის თაობა“ 2014 წლის ოქტომბრიდან საქართველოს თერთმეტივე რეგიონის 480 სკოლაში ფუნქციონირებს. თბილისში პროგრამა 60 სკოლას მოიცავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი მონიკა აზიმი.

Visited 177 times, 1 visit(s) today