ფრიდონ ფუტკარაძემ სარეაბილიტაციო ცენტრზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

13/11/2017

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გაცნობა დაბის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერებით დაიწყო.
სარეაბილიტაციო ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი.
პროექტი ხორციელდება აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს ,, ლგრუპი“ასრულებს.
სარეაბილიტაციო ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პირველ ეტაპზე სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, შემდეგ ადგილზე არსებული კადრები გადამზადდებიან.
სარეაბილიტაციო ცენტრში მომსახურება იქნება უფასო . დასაქმდება 15-ამდე ადგილობრივი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0