ფრიდონ ფუტკარაძე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა

28/11/2017

მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებისგან პირველადი საჭიროებების შესახებ ინფორმაციები მოისმინა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტს ელექტრომომარაგებაში შეფერხება აღარ აქვს. თოვლის საფარისგან გაწმენდილია უმეტესი სოფლები.
თათბირზე ხაზი გაესვა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაუმჯობესების, მათთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობის, მუნიციპალურ მართვაში მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებს.
სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეებმა ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
მუნიციპალიტეტს ამჟამად 9 ადმინისტრაციული ერთეული აქვს და მათ მერის 9 წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0