ფრიდონ ფუტკარაძე მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

29/11/2017

მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დარგის კურატორ მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამსახურის თანამშრომლებმა გაწეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს და მომავალ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ფრიდონ ფუტკარაძემ სამსაურის თანამშრომლებს ახალი პროექტების, ღონისძიებების, იდეების შემუშავებისკენ მოუწოდა და ამ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისივე განცხადებით ხელი უნდა შეეწყოს მთის ტურიზმის განვითარებას, არსებული პოტენციალის აღწერას, ტურისტული ინფრასტრუქტურის და საოჯახო სასტუმროების განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0