ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ფურტიოს მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა

23/01/2018

მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ფურტიოს მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემას მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მიმოხილვა, სოფლად არსებული მდგომარეობა და მიმდინარე საკითხები წარმოადგენდა. შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ სოფლის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და ახლო მომავალში მათ მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.
ფურტიოს მოსახლეობასთან შეხვედრას მერის წარმომადგენელი ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ივერი კაკალაძეც ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0