ფსიქიკური დაავადება – შიზოფრენია და მისი სიმპტომები

02/04/2016

ფსიქიკური დაავადება შიზოფრენია დღეს ძალიან გავრცელებული დაავადებააა, განსაკუთრებით არის აღსანშნავი ამერიკის შეერტებული შტატები სადაც მეცნიერთა კვლევამ აჩვენა რომ სრულიად მოსახლეობის 1 პროცენტი დაავადებულია შიზოფრენიით განსაკუტრებით ახლაგაზრდები რომელთა ასაკი მერყეობს 20-25 წლებს შორის. თუმცა მოცემული დაავადების მოსახლეობას ეშინია და მას ხშირად არასწორად იგებენ, შიზოფრენია მკურნალობას ემორჩილება და განკურნებად სამედიცინო მდგომარეობას წარმოადგენს. შიზოფრენია ხშირად ზემოქმედებს პიროვნების მკაფიოდ აზროვნების უნარზე, ანუ უნარზე გამოარჩიოს რეალობა ფანტაზიისაგან, მართოს თავისი ემოციები, მიიღოს გადაწყვეტილებები და კონტაქტი დაამყაროს სხვებთან. შიზოფრენიის პირველი ნიშნები, როგორც წესი, ჩნდება თინეიჯერულ ასაკში ან 20 – 25 წლის ასაკში, ხოლო ქალებში კი – ხშირად შედარებით უფრო მოგვიანებით. შიზოფრენიის მქონე ადამიანების უმრავლესობა ქრონიკულად ან ეპიზოდურად ებრძვის ამ დაავადებას მთელი ცხოვრების მანძილზე, და ისინი ყოველთვის სტიგმატიზირებულნი არიან გარშემო მყოფი საზოგადოების მიერ დაავადების შესახებ არასწორი შეხედულებისა და მისი არასწორი გაგების გამო. შიზოფრენიას არც ცუდი მზრუნველობა და მოვლა, და არც პიროვნული სისუსტე იწვევს. შიზოფრენიის მქონე პიროვნებას არ ახასიათებს “პიროვნების გაორება” და შიზოფრენიის მქონე თითქმის არც ერთი ადამიანი არ არის საშიში ან აგრესიული სხვების მიმართ მკურნალობის პერიოდში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა შიზოფრენია როგორც ადამიანებზე მოქმედი ათი დაავადებიდან ერთ-ერთი ყველაზე დამაუძლურებელი დაავადება.

რას წარმოადგენს შიზოფრენიის სიმპტომები?

არც ერთი სიმპტომი არ ახდენს შიზოფრენიის პოზიტიურ იდენტიფიცირებას. მოცემული დაავადების ყველა სიმპტომი შეიძლება შენიშნულ იქნას ასევე სხვა ფსიქიკურ დაავადებებში. მაგალითად, ფსიქოზური სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალებების გამოყენებით, და შეიძლება შეგვხვდეს ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებში, ან შეიძლება ახასიათებდეს მანიაკალურ ეპიზოდს ბიპოლარული დაავადების დროს. თუმცა, როდესაც ექიმი შიზოფრენიის სიმპტომებს აკვირდება, თვალყურს ადევნებს და ყურადღებით აფასებს დაავადების ისტორიასა და მის მიმდინარეობას ექვსი თვის მანძილზე, მას თითქმის ყოველთვის შეუძლია სწორი დიაგნოსის დასმა. როგორც ნებისმიერი სხვა ფსიქიატრიული დიაგნოზის დასმისას, ძალზე მნიშვნელოვანია დეტალური სამედიცინო გამოკვლევა დიაგნოსის სისწორეში დარწმუნების მიზნით. სამედიცინო პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა შიზოფრენიის სიმპტომების იმიტაცია გამოიწვიოს და, აგრეთვე, შეიძლება მოახდინოს რისკის ქვეშ მყოფი პირების მოწყვლადობის პროვოცირება. სწორი დიაგნოსის დასმამდე ასევე საჭიროა გამოირიცხოს სხვა სამედიცინო პრობლემები.შიზოფრენიის სიმპტომები ჩვეულებრივ 3 კატეგორიად არის დაყოფილი – პოზიტიური (დადებითი), ნეგატიური (უარყოფითი) და კოგნიტური (შემეცნებითი):

პოზიტიური სიმპტომები, ანუ “ფსიქოზური” სიმპტომები, მოიცავს ბოდვას და ჰალუცინაციებს, რადგანაც პაციენტს მნიშვნელოვანწილად დაკარგული აქვს რეალობასთან კავშირი. “პოზიტიური” დაკავშირებულია ისეთი აშკარა სიმპტომების არსებობასთან, რომლებიც თითქოსდა არ უნდა იყოს ამ დაავადების დროს. ბოდვითი იდეები ადამიანებს აიძულებს დაიჯერონ, რომ გარშემო მყოფნი კითხულობენ მათ აზრებს ან შეთქმულებას აწყობენ მათ წინააღმდეგ, რომ სხვები ჩუმად უთვალთვალებენ, აკონტროლებენ და ემუქრებიან მათ, ან რომ მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების გონების კონტროლირება. ჰალუცინაციები აიძულებენ ადამიანებს გაიგონონ ან დაინახონ ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ ხდება.
ნეგატიური სიმპტომები მოიცავენ: ემოციურ უხალისობას ან ემოციის გამოხატვის უუნარობას, შეუძლებლობას დაიწყონ და ბოლომდე მიჰყვნენ რაიმე საქმიანობას, მოკლე და უშინაარსო მეტყველებას, ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღების შეუძლებლობასა და ცხოვრებისადმი ინტერესის არარსებობას. “ნეგატიური” სიმპტომები არ ეხება ადამიანის დამოკიდებულებებს, არამედ გულისხმობს ზოგიერთი ისეთი თვისებების უქონლობას, რომლებიც წესით უნდა არსებობდნენ.
კოგნიტური სიმპტომები შეეხება აზროვნების პროცესს. მაგალითად, ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ამოცანათა პრიორიტეტების განსაზღვრა, გარკვეული სახის მეხსიერებითი ფუნქციების შესრულება და საკუთარი აზრების დალაგება – სისტემატიზაცია. შოზოფრენიასთან ასოცირებულ ჩვეულ პრობლემას თვითონ მდგომარეობის ადექვატური თვითშეფასების შეუძლებლობა წარმოადგენს. ეს არ არის განზრახ, ცნობიერი უარყოფა, არამედ უფრო თვითონ ფსიქიკური დაავადების ნაწილად გვევლინება. ამგვარი არასწორი გაგება, რასაკვირველია, რთული პრობლემის წინაშე აყენებს შიზოფრენიის მქონე ადამიანების იმ ახლობლებს, რომლებიც მათთვის უკეთეს მზრუნველობასა და დახმარებას ეძებენ. შოზოფრენია მოქმედებს პიროვნების გუნება – განწყობილებაზეც. შიზოფრენიით დაავადებული მრავალი ადამიანი დეპრესიული ხდება, მათგან ზოგიერთს ასევე ახასიათებს ხასიათის აშკარა მერყეობა და ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მდგომარეობა. როდესაც ხასიათის არასტაბილურობა წარმოადგენს დაავადების უმთავრეს თავისებურებას, მას უწოდებენ შიზოაფექტურ აშლილობას, რაც ნიშნავს, რომ შიზოფრენიის ელემენტები და გუნება-განწყობის აშლილობები მკაფიოდ ვლინდება ერთ პიროვნებაში. გაურკვეველია, შოზოაფექტური აშლილობა განსხვავებულ მდგომარეობას, თუ მხოლოდ შიზოფრენიის ქვე-ტიპს წარმოადგენს.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან შიზოფრენიის სპეციფიური მიზეზები, მაგრამ კვლევებმა გვაჩვენეს, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანების ტვინი განსხვავდება ამ დაავადების არმქონე ადამიანების ტვინისაგან. ბევრი სხვა სამედიცინო დაავადებების მსგავსად, ისეთების, როგორსაც წარმოადგენს კიბო ან დიაბეტი, შიოფრენია, როგორც ჩანს, გამოწვეულია პრობლემათა მთელი კომბინაციით, გენეტიკური მოწყვლადობისა და გარემო ფაქტორების ჩათვლით, რომლებიც ჩნდება პიროვნების განვითარების მსვლელობისას. ბოლოდროინდელმა კვლევებმა მოახდინეს გარკვეული გენების იდენტიფიცირება, რომლებიც, თითქოს, ზრდიან შიზოფრენიის რისკს. კიბოსა და დიაბეტის მსგავსად, გენები მხოლოდ ავად გახდომის შანსს ზრდიან; მაგრამ მხოლოდ გენები არ იწვევენ დაავადებას.

როგორ მკურნალობენ შიზოფრენიას?

მართალია, შიზოფრენიის წამალი არ არსებობს, მაგრამ ის ემორჩილება მკურნალობას და მართვად დაავადებას წარმოადგენს. თუმცა ხანდახან ადამიანები წყვეტენ მკურნალობას მედიკამენტების გვერდითი ეფექტების, ზემოთ ხსენებული ადექვატური თვითშეფასების შეუძლებლობის, არაორგანიზებული, არასისტემატიზებული და სპონტანური აზროვნების გამო; ან იმის გამო, რომ გრძნობენ წამლები აღარ მოქმედებენ. შიზოფრენიის მქონე პირები, რომლებიც წყვეტენ დანიშნული მედიკამენტების მიღებას, რეციდივის ან მწვავე ფსიქოზური ეპიზოდის რისკის ქვეშ ხვდებიან. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანის საჭიროებები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. აი, მხარდაჭერისა და ინტერვენციის (ჩარევის) რამდენიმე მაგალითი:

რეციდივის პრევენცია: სულ უფრო მეტად აღიარებენ, რომ სწავლა იმათგან, ვისაც უკვე ჰქონდა ეს დაავადება, სასარგებლოა. თანასწორთა მხარდამჭერი ჯგუფები ასევე აღიარებულია უკიდურესად ფასეულ ჯგუფებად, რადგანაც ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ფსიქიკური დაავადებებით, გვატყობინებენ გამოჯანმრთელების უკეთესი შედეგების შესახებ, რამდენადაც გაზიარებული გამოცდილება აღიარებულია უკიდურესად სასარგებლო გამოცდილებად. საჭიროა მხარდამჭერი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობა თემში, რომ ამ ადამიანებმა უკეთ დააკმაყოფილონ საჭიროებები. ოჯახური მხარდაჭერა: დაავადებულთა მომვლელები უცხოეთში დიდ სარგებელს პოულობენ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამისაგან, როგორიცაა “ოჯახისაგან ოჯახს”. ისწავლება იმ ოჯახის წევრების მიერ, რომელთაც აქვთ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, იმისათვის რომ ეფექტურად გაუმკლავდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე ახლობელს. ჰოსპიტალიზაცია: პირები, რომელთაც შიზოფრენიის მწვავე სიმპტომები აქვთ, შეიძლება საჭიროებდნენ ინტენსიურ მკურნალობას, ჰოსპიტალიზაციის ჩათვლით. ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია მძიმე ბოდვისა ან ჰალუცინაციების სამკურნალოდ, სერიოზული სუიციდური აზრების არსებობის, საკუთარი თავის მოვლის შეუძლებლობის, ან ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული მძიმე პრობლემების არსებობის შემთხვევაში. ჰოსპიტალიზაცია შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს იმისათვის, რომ დაავადებული პირები დაცულ იქნან საკუთარი თავისა და სხვების დაშავებისგან. მედიკამენტოზური მკურნალობა: შიზოფრენიის პირველად სამკურნალო პრეპარატებს უწოდებენ ანტიფსიქოზურ საშუალებებს. ისინი ეხხმარებიან შიზოფრენიის პოზიტიური სიმპტომების შესუსტებაში ქიმიურ შემადგენლობაში დისბალანსის გამოსწორებით, და ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას აძლევენ ტვინის უჯრედებს. როგორც სხვა ფიზიკური დაავადებებისას, არსებული მედიკამენტოზური მკურნალობის დროსაც მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე ბევრ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე განსხვავებული ანტიფსიქოზური საშუალების მოსინჯვა, სანამ ისინი მიაგნებენ იმ ერთ პრეპარატს ან პრეპარატთა კომბინაციას, რომლებიც პაციენტზე ყველაზე კარგად მოქმედებს.ტრადიციული ანტიფსიქოზური საშუალებები შემოიტანეს 1950-იან წლებში და ყველა ამ პრეპარატებს ჰქონდა შიზოფრენიის პოზიტიური სიმპტომების შესუსტების მსგავსი უნარი. თუმცა, ამ ძველი “ტრადიციული” ანტიფსიქოზური საშუალებების უმრავლესობა განსხვავდებოდა მათ მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტებით. ეს ტრადიციული ანტიფსიქოტური საშუალებები მოიცავენ ქლორპრომაზინს (თორაზინს), ფლუფენაზინს (პროლიქსინს), ჰალოპერიდოლს (ჰარდოლს), თიოთიქსენს (ნავანს), ტრიფლუოპერაზინს (სტელაზინს), პერფენაზინს (ტრილაფონს), და თიორიდაზინს (მელარილს). რისკი, რომელიც შესაძლებელია ამ პრეპარატების მიღებისაგან გაჩნდეს, მოიცავს პირის სიმშრალეს, ბუნდოვან ხედვას, ძილქუშის მდგომარეობას, შეკრულობას და მოძრაობის დარღვევას, კერძოდ, რიგიდულობას (გახევებას), მოუსვენრობის განცდას, და დაგვიანებულ დისკინეზიას. “ატიპიური” ანტიფსიქოტური საშუალებები შემოვიდა ხმარებაში 1990-იან წლებში. ძველ “ტრადიციულ” ანტიფსიქოტურ საშუალებებთან შედარებით, ეს პრეპარატები თითქოს თანაბრად ეფექტურია იმისათვის, რომ შეამციროს ისეთი პოზიტიური სიმპტომები, როგორიცაა ჰალუცინაციები და ბოდვა, მაგრამ ისინი შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე ძველი პრეპარატები დაავადების ნეგატიური სიმპტომების შესასუსტებლად, მაგალითად ისეთის როგორიცაა განრიდება, აზროვნების პრობლემები, და უენერგიობა. ატიპიური ანტიფსიქოტური საშუალებებია: რისპერიდონი (რისპერდალი), კლოზაპინი (კლოზარილი), ოლანზაპინი (ზუპრექსი), კვეტიაპინი (სეროკველი) და ზიპრასიდონი (გეოდონი). კლოზაპინი (კლოზარილი) წარმოადგენს ატიპიურ ანტიფსიქოტურ საშუალებას განსაკუთრებული უპირატესობებითა და რისკებით, რომლებიც აქ ჩამოსათვლელად მეტად მრავალრიცხოვანია. ყველა ზემოთ აღწერილ ანტიფსიქოტურ საშუალებებს აქვთ ისეთი სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა წონაში მატება და დიაბეტის რისკი, მაგრამ ყველა არ წარმოადგენს მოცემული მდგომარეობების შედარებითი რისკის ერთი და იგივე მატარებელს. ყველა მედიკამენტს ახასიათებს გვერდითი ეფექტები. განხვავებული პრეპარატები სხვადასხვა გვერდით ეფექტებს წარმოშობენ, და ადამიანები განსხვავდებიან იმ გვერდითი ეფექტების რაოდენობითა და სიმძიმით, რომელსაც განიცდიან პრეპარატების მიღებით. გვერდითი ეფექტების მკურნალობა ხშირად შეიძლება პრეპარატების დოზირების შეცვლით, სხვადასხვა მედიკამენტებზე გადართვით, ან უშუალოდ გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ დამატებითი პრეპარატების მიღებით. იმ პირებმა, რომლებიც ფიქრობენ მედიკამენტების დაწყებასა ან შეცვლაზე, ყოველთვის უნდა შეაგროვონ შესაფერისი ინფორმაცია, იმსჯელონ პრეპარატების რისკებსა და სარგებელზე, კონსულტაცია გაიარონ ექიმებსა და მათ ახლობლებთან და ერთად იმუშაონ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური შესაძლებელი მკურნალობის გეგმის შემუშავებისათვის.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია: კვლევები გვაჩვენებს, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანები, რომლებიც სტრუქტურირებულ ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებს ესწრებიან და აგრძელებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ყველაზე კარგად უმკლავდებიან საკუთარ დაავადებას. ყველაზე მძიმედ დაავადებულთათვის და მათთვის, ვისაც ორივე, როგორც ფსიქიკური დაავადება, ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე გამოყენება ახასიათებთ, ეფექტური ფსიქოსოციალური მიდგომის ერთ მაგალითს წარმოადგენს ასერტიული თემზე დაფუძნებული მკურნალობის პროგრამა (PACT) – ესაა ინტენსიური გუნდური ძალისხმევა ადგილობრივი თემების ფარგლებში მიმართული იმისაკენ, რომ დაეხმარონ ადამიანებს საავადმყოფოდან გამოსვლასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში. PACT ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში და კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, მისი პროფესიონალები ხვდებიან თავის კლიენტებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე, უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას სახლში ყველა საჭირო დონეზე. პროფესიონალები მუშაობენ კლიენტებთან მათ პრობლემებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, რომ დარწმუნდნენ პაციენტების მიერ მედიკამენტების სწორად მიღებაში და დააკმაყოფილონ ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, როგორიცაა სურსათის ყიდვა ან თუნდაც ფულის მომჭირნედ ხარჯვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0