ქალაქის მერი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

15/02/2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე პირველ მოადგილესთან და სამსახურის უფროსებთან ერთად მუნიციპალიტეტის რესურს- ცენტრის ხელმძღვანელს და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. რამოდენიმე ხნის წინ,სკოლების ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მერიებს გადაეცა, რაც ქალაქის მერმა თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

“განათლება და განათლებული მომავალი თაობა ჩვენთვის პრიორიტეტია.თქვენი როლი კი ამ საქმეში უდაოდ დიდია. თქვენ ხართ ადამიანები, რომელთა აზრი და რჩევები საყურადღებო და მნიშვნელოვანია. ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მხრიდან საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით და წლევანდელი წელი ამ მხრივ ნაყოფიერი იქნება’’-განაცხადა პაატა ნადირაძემ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თუ განსახორციელებელ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინიციატივით შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც პედაგოგებთან ერთად შევლენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები. ასევე შეიქმნება ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უფროსი კლასელებით დაკომპლექტდება.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოები იმ სკოლებში რომელთაც ეს ესაჭიროებათ, ზაფხულის არდადეგებიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე მოხდება შენობების გადახურვა, შემინვა და სველი წერტილების მოწესრიგება, შემდეგ კი ეტაპობრივად განხორციელდება სამუშაოები ყველა სკოლაში გათბობის სისტემის მოწესრიგების ჩათვლით. სკოლის დირექტორებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ამ მნიშვნელოვან საკითხებში ასე ოპერატიულად ჩართულობისა და თანადგომისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0