„ქალაქი – ბიბლიოთეკა“ თბილისის სკვერებში

04/04/2017

ელექტრონული ბიბლიოთეკის მონტაჟი თბილისის სკვერებში დაიწყო. კონსტრუქციები უკვე დამონტაჟებულია მზიურში, გეგეშიძის ბაღში, ტექსელის პარკში, დედაენის ბაღში, რიყის პარკსა და ჯ. კახიძის სახელობის ბაღში. „ქალაქი – ბიბლიოთეკა“ ეს არის პროექტი, რომელსაც თბილისის მერია ელექტრონული წიგნების სახლ „საბასთნ“ და პრეზიდენტის ფონდთან ერთად ახორციელებს. ეს არის სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს, ქალაქში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდებიდან, მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით, უფასოდ ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის ელექტრონულ მოწყობილობაში. ამისათვის საჭიროა, მკითხველი აპლიკაცია Saba Reader-ის მომხმარებელი იყოს. ელექტრონული ბიბლიოთეკის კონსტრუქციები უკვე დამონტაჟებულია მწერლების სახელობის ქუჩებზე. სულ პროექტის ფარგლებში 300-მდე სტენდი დაიდგმება. კონსტრუქციები სულ 12 სკვერში განთავსდება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონული წიგნები მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონებში, ასევე, მეტროპოლიტენშიც შეაღწევს – ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი. „ქალაქი – ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს. გარდა ამისა, ეს პროექტი ასობით ელექტრონული წიგნს უფასოდ ხელმიწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0