ქალაქი პარალიზებულია, დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან

22/03/2016

საქართველოს კონსული ბელგიის სამეფოში რუსუდან დიდებულიძე prof-news-თან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„ამ ეტაპზე ბელგიელ სამართალდამცავებს დაღუპულთა იდენთიფიცირება ბოლომდე არ მოუხდენიათ. ამ ეტაპზე არსებული დაზარალებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან”- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დიდებულიძემ.

კონსულის ინფორმაციით, ვანეტამის აეროპორტში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა აფეთქება მოხდა, ბოლო ინფორმაციით საქართველოს 2 მოქალაქე იმყოფებოდა. ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება ბრიუსელში არსებულ ვითარებას კონკულის თქმით, ქალაქი პარალიზებულია.

“არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პოლიცია და ყველა სამედიცინო დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუაობს. ვურჩევ საქართველოს მოქალაქეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დარჩნენ სახლებში”- აღნიშნა რუსუდან დიიდებულიძემ.

ცნობისთვის, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო ბელგიაში საქართველოს საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.

ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად: მეტროსადგურებში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლი 20-მდე, ხოლო აეროპორტში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. 4 აფეთქების შედეგად 151-მდე ადამიანია დაშავებული.

შეგახსენებთ, დღეს დილით, ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აეროპორტის აფეთქებებიდან, რამდენიმე წუთში, აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე მეტროსადგურებში “შუმანსა” და “მაალბეკში” მოხდა.აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „შუმანის მოედანთან “ ევროკავშირის ინსტიტურებია განლაგებულია, მაალბეკი კი იმ უბანში მდებარეობს, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ და სადაც, რამდენიმე დღის წინ პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი დააკავეს. ბრიუსელში საფრთხის უმაღლესი- მე-4 დონეა გამოცხადებული.

ბრიუსელის ტერატქებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0