ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ.დუშეთში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები: შამანაურის I შესახვევის, ვაჟა-ფშაველას, ბაჩანას,კოსტავას (თეატრის ქუჩიდან- ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე ), რუსთაველის, მწითურისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ეგება ასფალტის საფარი და კეთდება სანიაღვრე არხები, ეწყობა ბორდიულები და მიმდინარეობს ორმოულების შეკეთება.
ობსერვატორიის ქუჩაზე კეთდება, აგრეთვე, ფეხბურთის მოედანი.
ქ.დუშეთში კობიაანთ დასახლებაში, შალიკიანთ დასახლებასა და მილახვრიანთ დასახლებაში გაკეთდა გარე-განათების 148 წერტილი.
ობსერვატორიის ქუჩაზე გაკეთდა სანიაღვრე არხი, რითაც მოსახლეობას მოეხსნა წლების განმავლობაში არსებული პრობლემა. მოსახლეობა მადლიერია.
ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. იგეგმება ბექიშვილის, ბესიკის, ბრაჭულის, დადიანის, თეატრისა და სააკაძის ქუჩების მოასფალტება.

Visited 211 times, 1 visit(s) today